Event Management Mentor GEO
Tbilisi, Tbilisi, GeorgiaPosted
About the role
About Academy of the Digital Industries
ADI 2018 წელს დაარსდა თბილისში, როგორც ინიციატივა, რომელიც გამიზნული იყო აქტუალური პრობლემის, ადგილობრივ ბაზარზე ციფრულ ინდუსტრიაში პროფესიონალების ნაკლებობის გადაჭრაზე.
დღეს ADI ქვეყანაში ყველაზე აღიარებული ციფრული სასწავლო პლატფორმაა, რომელიც ცნობილია პრაქტიკული მიდგომებით, ექსპერტი მენტორებით და კარიერის განვითარებაზე მიმართული პროგრამებით. ჩვენ ათასობით სტუდენტს დავეხმარეთ კარიერის წამოწყებაში ისეთ სფეროებში, როგორიცაა მარკეტინგში, დიზაინში, პროგრამირებაში და სხვა სფეროებში.
2023 წელს ჩვენი პარტნიორი გახდა Tether. ეს ინიციატივა ჩვენი მისიის გლობალურ ბაზარზე გატანას უზრუნველყოფს, რომლის ფარგლებშიც უკვე ნებისმიერ ადამიანს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეუძლია მიიღოს პრაქტიკული, კარიერის განვითარებაზე მიმართული განათლება.
როლის მოკლე აღწერა
ვეძებთ გამოცდილ ივენთ მენეჯმენტის მენტორს, რომელიც სტუდენტებს შესთავაზებს პრაქტიკულ, ინდუსტრიაზე ორიენტირებულ სასწავლო გამოცდილებას. საუკეთესო კანდიდატი იქნება ივენთ ინდუსტრიის პრაქტიკოსი ექსპერტი, რომელსაც რეალურად აქვს დაგეგმილი და განხორციელებული კორპორატიული, კულტურული, საკონფერენციო ან სხვა ფორმატის ღონისძიებები და შეუძლია ეს გამოცდილება სტუდენტებისთვის გასაგებ, პრაქტიკულ უნარებად გადააქციოს.
მენტორი სტუდენტებს ივენთის სრულ ციკლს გააცნობს, იდეიდან და ბიუჯეტირებიდან დაწყებული, ლოჯისტიკით, ვენდორებთან მუშაობით, რისკების მართვითა და სპონსორშიპით დამთავრებული, ღონისძიების შეფასებამდე.
ძირითადი მოვალეობები
- წაუძღვეთ ონლაინ ან ადგილზე ვორქშოფებს დეტალური სილაბუსის მიხედვით, რომელიც ხელს შეუწყობს აქტიურ ჩართულობას და პროექტზე დაფუძნებულ სწავლებას;
- ჩაატაროთ პრაქტიკული ტრენინგები „Learning by Doing“ მიდგომით;
- ასწავლოთ ივენთის სრული ციკლი: კონცეფცია, დაგეგმვა, ბიუჯეტირება, ლოჯისტიკა, განხორციელება და პოსტ-ივენთ შეფასება;
- გააცნოთ სტუდენტებს ვენდორებთან, ვენიუებთან და პარტნიორებთან მუშაობის, მოლაპარაკებისა და კონტრაქტირების პრაქტიკა;