დაკავშირებული მხარეების (ფრონტი, ქოლ ცენტრი, პარტნიორები) ეფექტიანობის კონტროლი და გაუმჯობესების ღონისძიებების ინიცირება.
TBCBANK.GE-ისა და სხვა ციფრული არხების კომერციული კონტენტის მართვა და აქტუალობის უზრუნველყოფა.
გაყიდვების მხარდამჭერი კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება მარკეტინგის გუნდთან ერთად;
კამპანიების შედეგების გაზომვა და ანალიზი.
პროდუქტებისა და პროცესების განვითარების ინიციატივების მართვა;
ახალი პროცესებისა და სამუშაო პრაქტიკების დანერგვა და შედეგების შეფასება.
ქართული ენის სრულყოფილი და ინგლისური ენის კარგი ცოდნა.
Cross-functional პროექტების მართვის გამოცდილება (Agile მიდგომის ცოდნა უპირატესობაა).
ინიციატივა და ახალი მიდგომების დანერგვის სურვილი.
თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო:
დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.
ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
თიბისის MSME ბიზნესში, კერძოდ ბიზნეს სეგმენტების კომერციული მართვის მიმართულებაში ვეძებთ სერვის ექსპერტის პოზიციაზე ახალ თანამშრომელს.
პოზიციის მიზანია MSME საკრედიტო გაყიდვების ზრდა ლიდებისა და ბაზების ეფექტიანი გენერირებით, ციფრული არხების განვითარებით და პროდუქტებისა და პროცესების გაუმჯობესებით. პოზიცია აკავშირებს ბიზნესის საჭიროებებს მარკეტინგის, ციფრული და პროდუქტული გუნდების სამუშაოსთან.
TBCBANK · ბიზნეს სეგმენტების მართვის ლიგა